შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე ჯამში 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება
19.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სპორტული მოედნების რეაბილიტაციაზე ჯამში 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება.მერიის ინფორმაციით, კეთილმოწყობის სამუშაოები 9 სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს. აქედან რამდენიმეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინი-სტადიონებზე გამოიცვალა ღამის განათების სისტემა, დაიგო ხელოვნური საფარი, განახლდა დამცავი ღობეები, მოეწყო ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის სათამაშო მოედნები. "ჭომის“ დასახლებაში კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დიდ სტადიონს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ ის სპორტული მოედნები და მინი-სტადიონები დაათვალიერეს, რომლებსაც ბოლო პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდათ.