ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს
12.06.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბაქოში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
ისინი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შედარებით მძიმეა ქალის მდგომარეობა, რომელსაც თანმდევი პათოლოგიები აქვს.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს. ორი კი საეჭვო სიმპტომებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული.
მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.