ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა
27.05.2020
უკან დაბრუნება
დამთვალიერებელთა წინაშე 25 ფოტოსურათი იყო წარმოდგენილი. ადგილზე ნაჩვენები დოკუმენტური მასალები დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინომატიანეს მუზეუმის საკუთრებაა.
როგორც ქუთაისის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ვაჟა ჯუღელმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა,აღნიშნული აქტივობის განხორციელების შესახებ დასტური გუშინ მიიღეს. მისივე თქმით, პანდემიის გამო წელს მასშტაბური ღონისძიებების გამართვა ვერ მოხერხდა.