წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ მუხიანში მდებარე მეურნეობა მოინახულეს
26.05.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება.
ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებული სათევზე მეურნეობა შპს 'ოქროს ტბა', 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა.
წარმატებული მეურნეობები წყალტუბოს მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა მოინახულეს და არსებულ ვითარებას გაეცნენ.