ხარაზოვის სკვერში პროგრამირებადი შადრევნის მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დაიწყო
26.05.2020
უკან დაბრუნება
ხარაზოვის სკვერში პროგრამირებადი შადრევნის მოწყობისთვის სამუშაოები რომელსაც შპს ჯორჯიან პლასტიკი ასრულებს უკვე დაიწყო, - კომპანიამ მარტის თვეში 354 589 ლარის ტენდერი მოიგო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები ბევრად ადრე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიამ ვადები გადაწია, შესაბამისად, ცვლილება ხელშეკრულებაშიც აისახა.
პროგრამირებადი შადრევნის მოწყობის გარდა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ადგილზე განათებების და სხვა ინფრასტრუქტურის განახლება უნდა უზრუნველყოს. შპს ჯორჯიან პლასტიკის ხელმძღვანელის გიორგი ნიკოლაძის თქმით, შადრევანი ანიმაციური და ფერადი იქნება, წყლის გაფრქვევის სხვადასხვა ფუნქციით.
კომპანიამ სამუშაოები სამ თვეში უნდა დაასრულოს .