გოგი წულაიას ბრიფინგი ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე
26.02.2016
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისის ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგი გამართა. გოგი წულაიამ ადგლზე არსებული მოუწესრიგებელი წყალგაყვანილობის გამო გაერთიანებული წალმომარაგების კომპანია და ქუთაისის თვითმმართველობა დაადანაშაულა. მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაგვამისამართეს, უწყებაში კი განგვიცხადეს რომ პრობლემის გადაწყვეტა კომპანია "კობრას" კომპეტენციაში შედის, რომელსაც ტელეფონის საშუალებით რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ დავუკავშირდით.