ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ახალი პროექტი
26.02.2016
უკან დაბრუნება
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ქუთაისის მერიისა და სტრასბურგის მერიის თანამშრომლობით იწყებს პროექტის განხორციელებას ახალგაზრდები ევროპისათვის,პროექტის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა,სტუდენტებს პროექტის მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.ინგლისური ენის მცოდნე 20 ახალგაზრდას შესაძლებლობა მიეცემა ოთხ დღიანი სასწავლო პროგრამით სტრასბურგში გაემგზავრონ,ვიზიტის დასრულების შემდეგ მიღებულ ცოდნას,ისინი თანატოლებს გაუზიარებენ.