რა ვითარებაა იმერეთის საკარანტინე სივრცეებში? - ,,დღის ამბებს' ტატო ლილუაშვილი ესაუბრა
21.04.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში, საირმე, წყალტუბოსა და საჩხერეში, ჯამში, სულ 5 საკარანტინე სივრცეა გახსნილი, სადაც, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეები ორ კვირიან კარანტინში არიან. ძირითადად, იმერეთში, ლარსისა და სარფის საბაჟო პუნქტიდან გადმოსული მოქალაქეები გადიან იზოლაციას. გუშინ, 152-მა ადამიანმა დატოვა საკარანტინე ზონა, 2 დღეში კი ახალ ნაკადს მიიღებენ. იმერეთის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი კომენტარს ერთ-ერთ სასტუმროში იზოლაციის წესების დარღვევაზე აკეთებს.