ბოლო ორი დღეა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 -ის დიაგნოზი არ დასმულა
20.04.2020
უკან დაბრუნება
ბოლო ორი დღეა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 -ის დიაგნოზი არ დასმულა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდათ და ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი დაფიქსირდა.
პაციენტებს შორის ერთი არასრულწლოვანია, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.
ამ დროისთვის ქუთაისის კლინიკას ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს.
ბოლო მონაცემებით, კლინიკაში 23 პაციენტი რჩება.