ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის დადასტურებული ვირუსით 25 პაციენტი მკურნალობს
18.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის დადასტურებული ვირუსით 25 პაციენტი მკურნალობს, აქედან 5 ე.წ. ფარცხანაყანების კლასტერს მიეკუთნება. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. პნევმონია 8 ადამიანს აღენიშნება. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის თავისუფალია 7 ბოქსირებული პალატა, და ხელოვნური სუნთქვის 7 აპარატი. მედიას ინფორმაცია კლინიკის მთავარმა ექიმმა მიაწოდა.