შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი შინ მიიღებს
18.04.2020
უკან დაბრუნება
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა სასურსათო ამანათები მიიტანეს იმ ოჯახებში, რომლებსაც გამკაცრებული რეგულაციების გამო პროდუქტის შეძენა და მომარაგება უჭირთ. სააღდგომო ნობათს დღის განმავლობაში ქუთაისში 3000-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი შინ მიიღებს. აღნიშნულ აქტივობას ქუთაისის მერია ყოველ წელს ახორციელებს . რამდენიმე ოჯახში დღეს პირადად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმყოფებოდა, მათ სასურსათო პაკეტები გადასცა და რეკომენდაციების სრულად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.