რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა ციხეებში- მრგვალი მაგიდა ქუთაისში
08.10.2015
უკან დაბრუნება
სისხლის სამართლის კანონმდებლობა და პატიმართა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე-” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს მრგვალი მაგიდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.შეხვედრაზე,რომელსაც იურისტები ესწრებოდნენ,ყველა ის პრობლემა განიხილეს,რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია.ადვოკატების განმარტებით, ჯანდაცვასთან დაკავშირებული პრობლემების გარკვეული ნაწილი მოგვარებულია,თუმცა რჩება საკითხები,რომელიც ხელისუფლების ჩარევას საჭიროებს.შეხვედრა ქუთაისის გარდა ბათუმშიც გაიმართა.