შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით გუშინ ხუთი პაციენტი შევიდა
14.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით გუშინ ხუთი პაციენტი შევიდა, მათ ანალიზები აუღეს და კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ინფექციურში დღეს საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი ყავთ, რომელიც კლინიკაში საკარანტინო სივრციდან შევიდა. მას მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი ანალიზების პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში ინფიცირებული 20 პაციენტი ყავთ, მათგან ორი ბავშვია. 13 პაციენტს პნევმონია აღენიშნება.