შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება
14.04.2020
უკან დაბრუნება
14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენებიდან გამომდინარე 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს ,თბილისში ,საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ,დემონსტრაციები ჩატარდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ 15 000-მდე ადამიანი დაიძრა. სტუდენტებსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს სხვა მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რუსთაველის გამზირზე თითქმის 100 000 ადამიანი შეიკრიბა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი ქართული ენის დღედ გამოცხადდა.