წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინაააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს
14.04.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინაააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს.ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სპეციალური ხსნარით ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ტროტუარები, ცივი ტბისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები მოირეცხა. მიმდინარე სამუშაოები სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს.სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.