ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
09.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის საპროფილაქტიკო ღონისძიებების ფარგლებში, სამუშაოები ქუთაისის მერიის ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისებმა“ განახორციელა.
ქუჩების გადარეცხვაში მონაწილეობა მიიღო საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც, რომელიც პროცესში საკუთარი ტექნიკით იყო ჩართული.
სულ ქუთაისის ქუჩებში რვა ერთეული სპეცტექნიკა მუშაობდა, რომელიც ქაფის ძლიერი ჭავლით რეცხავდა ქუჩებს.
ქუჩების მორეცხვის პროცესს ესწრებოდა ვიცე მერი დავით ერემეიშვილი. მორეცხვა განხორციელდა სპეციალური ხსნარით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. როგორც“ სპეციალურ სერვისებში“ აცხადებენ, მსგავს ღონისძიებებს ისინი ორ კვირაში ერთხელ განახორციელებენ.