ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით ათი პაციენტია მოთავსებული
09.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არიან ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ათი პაციენტიდან ოთხის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი საეჭვო პაციენტის ბიოლოგიური ნიმუშების პასუხს ელოდებიან. სამი შემთხვევის დაინფიცირების პირველწყარო ამ დრომდე უცნობია და მიმდინარეობს კვლევა.
ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და აქედან სამმა დადებითი პასუხი აჩვენა. ერთი შემთხვევა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. 50 წლამდე მამაკაცის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.