9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა.
ამ დღეს რუსული ჯარის ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. 2 წლის შემდეგ კი ამ დღეს ქვერყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
31 წლის შემდეგ ისევ საგანგებო მდგომარეობაა, ამჯერად გლობალური პანდემიის გამო. ამის მიუხედავად ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან ეროვნული მოძრაობის წევრები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი ტიტებით შეამკეს . ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეულობით ადამიანი კი უცნობი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა.