კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ტაძრებში საგანგებო რეკომენდაციები მოქმედებს
07.04.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ტაძრებში საგანგებო რეკომენდაციები მოქმედებს. მრევლისთვის სპეციალური მონიშვნებია გაკეთებული, სტიქაროსნები მრევლს ამ ნიშნულებზე დადგომისკენ მოუწოდებენ, თუმცა ხალხმრავლობის გამო დისტანციის სრულად დაცვა ვერ ხერხდება.
მათთვის კი ვინც ტაძარში შესვლას ვერ შეძლებს, ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებელია დამონტაჟებული .
თუ რამდენად ხერხდება რეკომენდაციების დაცვა და როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია? ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს ქუთათელ-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ უპასუხა.