იმერეთის გუბერნატორმა იმერეთის რეგიონში არსებული ცხელების ცენტრები დაათვალიერა
06.04.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ იმერეთის რეგიონში არსებული ცხელების ცენტრები დაათვალიერა. იმერეთში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს - ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში.
ის პაციენტები, რომლებსაც ექნებათ პირველადი სიმპტომები, მიმართავენ სწორედ ამ კლინიკებს, სადაც მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისად რეაგირება.
როგორც ცნობილია, რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით. ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი.
სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით კლინიკების ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს ხვდება და მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან ისმენს.