შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის 4 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან
06.04.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცხელების ცენტრში ამ დროისათვის 4 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. ცენტრის მენეჯერის არჩილ მუკბანიანის განცხადებით, ცენტრს გახსნიდან დღემდე უკვე ასზე მეტმა პაციენტმა მიმართა. COVID 19 მხოლოდ ორ მათგანს დაუდასტურდა, რომლებიც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. არჩილ მუკბანიანის თქმით, 63 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, ცხელების ცენტრში თვითდინებით შემოვიდა, მას არც მოგზაურობის ისტორია აქვს და შესაბამისად, კარანტინში არ იმყოფებოდა. მის კონტაქტებს ინფექციონისტები ადგენენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხელების ცენტრს 20-მდე პაციენტმა მიმართა.