ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტებს COVID-19 არ დაუდასტურდა
30.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტებს COVID- 19 არ დაუდასტურდა. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, გუშინ კორონავირუსი სიმპტომით შესული რვა პაციენტიდან შვიდს ვირუსი არ დაუდასტურდა, ერთის პასუხს კი დღეს გახდება ცნობილი.
ნადირაძის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობა უტარდებათ. რაც შეეხება ინფიცირებულ ორ პაციენტს, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასაკოვანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, კლინიკა გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, პაციენტების მისაღებად მზადაა.