17-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს
28.03.2020
უკან დაბრუნება
17-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში დაკარგული ტურისტის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს.
ნიდერლანდების სამეფოს დაკარგული მოქალაქის ძებნის მიზნით ქუთაისში საგანგებო შტაბი მუშაობდა, საიდანაც საძიებო ოპერაციის მონიტორინგი ხორციელდებოდა.
სამსახურის სამაშველო ჯგუფები წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
ადგილზე მუშაობდნენ მყვინთავთა ჯგუფები. სამუშაოებში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ასევე, ჩართული იყო დრონი და 2 ექოლოტი, რომელთა საშუალებითაც წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობდა.
პოლიციას ტურისტის დაკარგვის შესახებ 7 მარტს შეატყობინეს.