შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გაფიცვის მეთერთმეტე დღე
24.02.2016
უკან დაბრუნება
გაფიცვის მეთერთმეტე დღეს მეშახტეები კვლავ თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბნენ და ერთმანეთს ერთიანობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე შეუერთდა.
როგორც მომიტინგეები აცხადებენ, თუ 2-3 დღეში მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვება, ისინი ზესტაფონის, ჭიათურის, ქსნისა და სხვა გაფიცულ მუშებთან ერთად გაერთიანებულ აქციას გამართავენ და საერთო ძალებით ეცდებიან მშრომელთა უფლებების დაცვას. ტყიბულის გაფიცულ მეშახტეებს იურიდიულ კონსულტაციებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის- თანამშრომლები უწევენ. ორგანიზაცია მუშების მოთხოვნებს ლეგიტიმურად მიიჩნევს და სოლიდარობას უცხადებს მათ.
გუშინ გაფიცულებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს და პროცესში ხელისუფლების მაღალჩინოსნების ჩართვა მოითხოვეს.