იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯითიემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა
27.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯითიემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა. მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, არსებული რეკომენდაციების დაცვა. საწარმოში ყოველდღიურად ხდება თანამშრომლების სამედიცინო შემოწმება და სათანადო აღჭურვა. მეტალურგიულ საწარმოში 250 თანამშრომელი მუშაობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნოშპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" სამუშაო პროცესს. აღნიშნულ ქარხანაში 600 ადამიანი მუშაობს. დირექტორის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე მუშაობს და თანამშრომლებს ხელფასებსა დ აუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრობლემა არ აქვთ.