შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია შპს-ს "პარკინგსერვისს" სასამართლოში უჩივის
24.02.2016
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის მერიის შპს-ს "პარკინგსერვისს" სასამართლოში უჩივის. მისი მტკიცებით, მერიის დაქვემდებარებაში არსებული შპს მოსაკრებელს უკანონოდ კრებს, რადგან "პარკინსერვისს" არ აქვს დაკანონებული პარკირების ადგილები. წულაიას განცხადებით, მან საჯარო რეესტრიდან ინფორმაცია გამოითხოვა, სადაც წერია, რომ შპს-ს დაქვემდებარებაში მხოლოდ ერთი ობიექტია რეგისტრირებული, წერეთლის # 99. დანარჩენი სარეგისტრაციო წარმოების ფუნქციონირება არის შეჩერებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. წულაიას განმარტებით, ამ რეალობიდან გამომდინარე, შპს ჩადის დანაშაულს, როდესაც მოქალაქეებს პარკირების გადასახადის გადახდას აიძულებს. შპს-ს წინააღმდეგ მან უკვე მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.