ირაკლი ალასანია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მოსახლეობას შეხვდა
24.02.2016
უკან დაბრუნება
,,ქუთაისი სოციალური აფეთქების წინაშე დგას,,- ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა დღეს ცენტრალურ ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ირაკლი ალასანიამ მთავრობის მუშაობაც შეაფასა და განმარტა რომ მოსახლეობაში უნდობლობაა, რადგან ხელისუფლება ხალხთან არ ურთიერთობს და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მგომარეობა მათთვის უცხოა.