საქართველოს პალამენტის წევრი გია თევდორაძე საოლქო პროკურატურას მიმართავს
24.02.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს პალამენტის წევრი გია თევდორაძე საოლქო პროკურატურას მიმართავს. როგორც დეპუტატი აცხადებს 2012 წლის შემდეგ მის მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, რაც მის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. გია თევდორაძე პროკურატურიდან მოითხოვს შესწავლილი იქნას ქონებრივი დეკლარაცია და გამოკვეთილი იქნას მისი პირდაპირი თუ ირიბი ბიზნეს ინტერესები ქალაქში არსებულ ობიექტებზე. უმცირესობის დეპუტატის განმარტებით თუკი პროკურატურა მსგავს ბიზნეს ინტერესებს გამოავლენს მზადაა ქონება სახელმწიფოს გადასცეს.