ქუთაისელმა მოფარიკავემ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო. 12-დან 14 თებერვლის ჩათვლით მარია ზაკირჩენკომ რამდენიმე შეჯიბრი მოიგო და ჩემპიონი გახდა. სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადება, რომელიც სლოვაკეთში 4-დან 8 მარტის ჩათვლით გაიმართება.