შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან გაგზავნილი ანალიზების პასუხები უკვე მიიღეს
06.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან გაგზავნილი ანალიზების პასუხები უკვე მიიღეს. არსებული ინფორმაციით, არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა. შეგახსენებთ, ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით მკურნალობას 8 პაციენტი გადის, მათი სინჯები კვლევისათვის ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნა. ცნობისათვის, სამმა პაციენტმა კლინიკას გუშინ თავად მიმართა. ორ მათგანს იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი კი ესპანეთში იმყოფებოდა. პაციენტებს შორის ასევე მცირეწლოვანი ბავშვია.