შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტის ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს
04.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიიდან 5 პაციენტის ანალიზის პასუხი ცოტა ხნის წინ მიიღეს კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, არც ერთ მათგანს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტრურდა. რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელსაც ტემპერატურა 38 გრადუსი აღენიშნება, სეზონური გრიპი აქვს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული. საჭიროების მიხედვით, ისინი ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან განთავსებული.