შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს
03.03.2020
უკან დაბრუნება
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, რეგიონებში გუბერნატორების ხელმძღვანელობით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. აღნიშნულის ფარგლებში დილიდან ხონის, წყალტუბოსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ბაგა-ბაღების, სკოლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და თავშეყრის სხვა ობიექტების დეზინფექცია მიმდინარეობს. ხონში მიმდინარე პროცესის მონიტორინგს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე უწევდა.