შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის, წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
03.03.2020
უკან დაბრუნება
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით საჯარო გამოსვლებისა და დებატების სკოლის, წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. დებატების ტურნირების ფინალური თამაშები ორ თემაზე- „გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება“ და „საარჩევნო სისტემები“შედგა . გამარჯვებულები სპეციალური პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ყველა მონაწილეს კურსის წარმატებით დასრულების სერთიფიკატი გადაეცა და გამოვლინდნენ ტოპ სპიკერებიც. ოთხთვიანი სკოლის ტურნირის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი უნარ-ჩვევების გამომუშავება შეძლეს, როგორიცაა: დებატების კულტურა, არგუმენტირებული მსჯელობა, გუნდურობა და მოწინააღმდეგის პატივისცემა. შემაჯამებელი ტურნირი საჯარო გამოსვლების და დებატების მეხუთე სკოლის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა.საჯარო გამოსვლებისა და დებატების ტექნიკების ოთხთვიანი ტრენინგ კურსი EDEC-ის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ხორციელდება.