შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სარდაფში აღმოჩენილ ნივთებთან დაკავშირებით გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო
03.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში აფხაზეთის #5 საჯარო სკოლის სარდაფში აღმოჩენილ ნივთებთან დაკავშირებით გამოძიება 273-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სკოლის სარდაფში მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოების ავტორის ინფორმაციით, მსგავსი ფაქტი სკოლაში ხშირია და სკოლის მოსწავლეები და უცნობი პირები მარიხუანას უშუალოდ სკოლის სარდაფში და მიმდებარედ მოიხმარენ. პოლიციაში იმყოფებოდნენ, როგორც #5 ასევე #24 სკოლის დირექტორები. რადგან მეხუთე სკოლა 24-ე სკოლის გვერდით არის და თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაქტი 24-ე სკოლაში მოხდა. დირექტორებმა, მომხდარის შესახებ გამოძიების კითხვებს უპასუხეს.