შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დიეგო კოლასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა
19.02.2020
უკან დაბრუნება
საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, სახელმწიფო რწმუნებულმა, წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის შესახებ გაამახვილა ყურადღება. როგორც დიეგო კოლასმა აღნიშნა, მზად არის ფრანგი ინვესტორების აღნიშნული პროექტით დაინტერესებას შეუწყოს ხელი. ზვიად შალამბერიძემ ელჩს იმერეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ფრანგ ბინზესმენებთან ერთად 3-4 მაისს ქუთაისში დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია.