შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა
15.02.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ტყიბულის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ყველა ქალაქსა და სოფელში გზების გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მომენტამდე გრძელდება. გარდა ამისა, რეგიონში შეიქმნა პრობლემები ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების მიწოდების კუთხით, ადგილზე ყველა სამსახური მობილიზებულია.მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა, ხოლო დაბლობში 50–60 სმ-ს მიაღწია. მხარის 12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები.