შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება
14.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე რჩება. პრობლემის მიზეზად, სოკარ ჯორჯია გაზში უამინდობას არ ასახელებენ. მერაბ კუბლაშვილის თქმით, შეფერხება კვების რეგულატორის მწყობრიდან გამოყვანამ გამოიწვია, რის შედეგადაც, 44 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება აღუდგა, მისივე თქმით, დარჩენილი 4000 აბონენტი გაზს დღის ბოლომდე მიიღებს.