შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია “თავისუფალი საქართველოს”თავმჯდომარის მოადგილის მორიგ პერფორმანს ქუთაისის მერიის წინ დაძაბულობა მოჰყვა
13.02.2020
უკან დაბრუნება
პარტია “თავისუფალი საქართველოს”თავმჯდომარის მოადგილის მორიგ პერფორმანს ქუთაისის მერიის წინ დაძაბულობა მოჰყვა, გოგი წულაიამ თვითმმართველობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშა მიიტანა და ცეცხლის დანთება სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.წულაიამ პერფორმანსით ქუთაისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გააპროტესტა და ადგილობრივი ხელმძღვანელობა ქალაქის მოუვლელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს ტრადიციულად არ პასუხობენ.