შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაცია გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა
12.02.2020
უკან დაბრუნება
„სამშობლო ჩვენია და თქვენს მიერ დაბნელებულ საქართველოს გავანათებთ“_ ამ სიტყვებით ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაცია გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ და შერჩევიტ სამართალზე საუბრობენ. ისინი ბოლო პერიოდში ოპოზიციური პარტიის წევრების დაჭერას, არჩევნების მოახლოებას უკავშირებენ. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებს ოპოზიციის და ხალხის დაშინებად აფასებენ. სოლიდარობის ნიშნად მათ პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისში გადაინაცვლეს და გიგი უგულავას განაჩენი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.