შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ტელეკომპანია რიონის ეთერში სამოქალაქო კამპანია ,,ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში მორიგი 'რიგით მეშვიდე გადაცემა გავიდა
05.02.2020
უკან დაბრუნება
ტელეკომპანია რიონის ეთერში სამოქალაქო კამპანია ,,ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში მორიგი 'რიგით მეშვიდე გადაცემა გავიდა. დისკუსიის თემა ქუთაისი'მისი ფუნქცია და პრობლემები იყო. მოწვეულმა სტუმრებმა ქალაქის ფუნქცია და განვითარები პერსპექტივები მიმოიხილეს,მათ შორის აქცენტი გაკეთდა საპარლამენტო სტატუსზე.რა დაკარგა ქუთაისმა ამ სტატუსის ჩამორთმევით და ჩაანაცვლებს თუ არა მას საუნივერსიტეტო ქალაქის წოდება.გადაცემაში მერიის მრჩეველთა საბჭოს შესახებაც ისაუბრეს. დისკუსიაში მიმოიხილეს როგორ ხედავენ სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის განვითარების პერსპექტივებს და ითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება მათგან წამოსულ ინიციატივებსა და მოსაზრებებს, რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა ახალგაზრდების იდეების მხადასაჭერად,სტუმრებმა ქალაქის პირველი პირების მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობასაც გაუშვეს ხაზი. გადაცემის ორივე ბლოკში მიმოიხილეს როგორია სამოქალაქო საზოგადოების ხედვა ქუთაისს განვითარების შესახებ. დისკუსიის სტუმრები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები ნუგზარ კოხრეიძე, მაგდა ფურცხვანიძე , თორნიკე ბარათაშვილი