შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ეხმიანება
04.02.2020
უკან დაბრუნება
ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის" ეხმიანება. პარტიამ პარლამენტს, მთავრობას, და პრეზიდენტს დღვანდელი დღის გლოვის დღედ გამოცხადების ინიციატივით მიმართა და პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის გადადება მოითხოვა. დღის ამბებთან ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა მამალაძემ ისაუბრა, ის ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს. მისი თქმით ქვეყანაში ხელისუფლებამ უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანები ძლიერი სოციალური მხარდაჭერის სერვისებით სარგებლობას შეძლებენ . შეგახსენებთ, ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი ოჯახის ახლობელია.