შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე თვეა შიმშილობს
04.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი მეოთხე თვეა შიმშილობს, ამ დროის განმავლობაში მან რამდენჯერმე შეცვალა პროტესტის ფორმა, 29 იანვრიდან კი კვლავ მშრალი შიმშილობა განაახლა. კობა ომანაძე ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საკანში 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამის დასამტკიცებლად პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს. მსჯავრდებულის ადვოკატის ილია ჯანელიძის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობით, გარდა სახალხო დამცველი წარმომადგენლისა, ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ომანაძის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 20 თებერვალს განახლდება.