შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ფოსტით ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა
01.02.2020
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ფოსტით ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა. რომელშიც გაერთიანებული წყალმომარაგების, ენერგო-პროჯორჯიასა და ქუთაისის მერიიდან მიღებულ მონაცმებზე დაყრდნობით, მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობს, წულაია ამბობს რომ "2019 წელს ქუთაისში ელექტროენერგია 18 000 აბონენტს ჩაეჭრა, 2016-ში ეს ციფრი 12 000 იყო, ანუ, გაზრდილია 6 000 აბონენტით, რომლებიც არიან გადახდის უუნაროები ან დატოვეს საქართველო. 2017 წელს წყალი 7 578 აბონენტს ჩაეჭრა, 2018 ში კი მონაცემი 4 000-ითაა გაზრდილი. ხოლო ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველთა კვების მიზნით ნახევარმილიონ ლარს ხარჯავს. რაც შეეხება "სოკარ ჯორჯია გაზს" წულაია ამბობს, რომ აღნიშნული მონაცემები არ მოაწოდა. თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე მონაცემების ადრესატამდე მიღწევით ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ინფორმირებას ცდილობს