შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში, კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
31.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, კრილოვის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „დაგი+“ ასრულებს. კრილოვის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 272 ათასი ლარი დაიხარჯება. პარალელურად დასასრულს უახლოვდება ავანგარდის დასახლებაში, სულხან-საბას გამზირზე ახალი სკვერის მოწყობა. სკვერისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება მწვანე ნარგავები, მოეწყობა მარტივი ტიპის სპორტული მოედანი და შესაბამისი განათების სისტემა. ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა.