შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დიდი ოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა
31.01.2020
უკან დაბრუნება
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში დიდი ოდენობით მარიხუანას კულტივაციის საქმეზე ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი გაიმართა სადაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით პირობითი სასჯელი და 4000 ლარი ჯარიმა შეეფარდა. საქმე ეხება 20 კგ-მდე მარიხუანას კულტივაციას, რომელზეც მეტრეველს 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. სხდომას ზურაბ ჯაფარიძე და გირჩის წევრები ესწრებოდნენ. ჯაფარიძის შეფასებით,მათ გაიმარჯვეს და პატიმრობის ნაცვლად მიაღწიეს შეთანხმებას. მისივე თქმით, ადამიანები მარიხუანას კულტივაციისა და მოხმარების გამო არ უნდა ისჯებოდნენ.