შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ დღეს ბრიფინგი გამართა
30.01.2020
უკან დაბრუნება
„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ დღეს ბრიფინგი გამართა.ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე ისაუბრეს.მათი თქმით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ დამალული ინფორმაცია აუდიტმა გაასაჯაროვა და ქუთაისის ბიუჯეტიდან თანხები არაჯეროვნად იხარჯება,გაზრდილია პრემია-დანამატებისა და საწვავის ხარჯები.აღნიშნულ ბრალდებას არარეალურს უწოდებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.ზვიად ჯავახიას თქმით, საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს და შედეგები დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება.