შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში გიდების სკოლა შეიქმნება
29.01.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში გიდების სკოლა შეიქმნება, როგორც იმერეთის ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ამბობს, ამის აუცილებლობა ბაზარზე გიდების მოთხოვნის ზრდამ გამოიწვია, პარალელურად, ლილუაშვილის თქმით, ქალაქში კვალიფიციური კადრების პრობლემა დგას და გიდების სკოლა ამ პრობლებას მნიშვნელოვნად გადაჭრის. განსხავებულად ფიქრობენ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში, ასოციაციის თავმჯდომარის ლაშა ბერეკაშვილის აზრით, გიდების სკოლა, სადაც უფასო სწავლება მოხდება, ამ სფეროში, კერძო ბიზნესს მნიშვნელოვნად დააზიანებს.