შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შპს ,,ამბიკონ სტილზის“ დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის წარმომადგენლობა საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
29.01.2020
უკან დაბრუნება
შპს ,,ამბიკონ სტილზის“ დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის წარმომადგენლობა საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ირაკლი მხეიძე ამბობს, მედიაციის პირველი ეტაპი დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის წარმატებით განხორციელდა, საწარმოს ადმინისტრაცია აღიარებს გაფიცულების მოთხოვნების ლეგიტიმაციას და ხელშეკრულების პირობების კორექციაზე თანხმობას აცხადებს. ინფორმაციისთვის შპს ,,ამბიკონ სტილზის“ მუშახელი გასულ კვირას სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა და ამ დრომდე პროტესტის რეჟიმში რჩება.