შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერის განცხადებით, იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი შედგა
28.01.2020
უკან დაბრუნება
მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, ამიტომ ცოტა დრო კიდევ გვჭირდება, - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქალაქის საფეხბურთო კლუბის ინვესტირებასთან დაკავშირებით. მერის განცხადებით, იტალიელ ინვესტორებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი შედგა, ამ დროისათვის კი მათ გადაწყვეტილებას ელოდებიან. რაც შეეხება კლუბს, მდგომარეობა რთულია. ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედო“ ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა უკვე დატოვეს. საფეხბურთო კლუბის ბაზაზე ვარჯიში არ დრომდე არ განახლებულა.