შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობის წესში ქუთაისის მასშტაბით გარკვეული ცვლილებები შედის
25.01.2020
უკან დაბრუნება
შინაური ცხოველების მოვლა- პატრონობის წესში ქუთაისის მასშტაბით გარკვეული ცვლილებები შედის. შეზღუდვა შეეხება ქალაქის ცენტრსა და იმ უბნებს, სადაც მაღალსართულიანი კორპუსებია განთავსებული. შინაური ცხოველების ყოლის და შენახვის წესზე საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. მოსალოდნელი ცვლილების თანახმად, საჯარიმო სანქციების ამოქმედება იგეგმება. ჯარიმა დაწესდება ქუჩაში ძაღლის ალიკაპის გარეშე გადაადგილების გამო. საკითხი განსახილველად საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გავა.